Tuesday, December 4, 2012

სასწავლო პროექტი - ახალი წლის ტრადიციები

პროექტის სახელწოდება: ახალი წლის ტრადიციები
პროექტის მთავარი იდეა: ბავშვებმა მოიძიონ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
·                    როგორ იცვლება ბუნება ზამთარში;
·                    საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ნაძვის მორთვის ტრადიციები;
·                    სად ცხოვრობს თოვლის ბაბუა;
·                    როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში;
·                    შექმნან ელექტრონული ჟურნალი, წერილებისა და ნაძვის ხის სათამაშოების გამოფენა.
პროექტის აქტუალობა:
ა) გააცნობიერონ, რომ ახალი წელი ეს არის საერო დღესასწაული და მას ყველგან დიდი სიხარულით ეგებებიან;
ბ) მოახდინონ ტექნოლოგიის გამოყენებით შთაბეჭდილების გაზიარება. (PoverPoint)
პროექტის მიზნები: წარმოდგენა შეექმნათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამკვიდრებული საახალწლო ტრადიციების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: I სემესტრი(ნოემბერ-დეკემბერი)
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები ინტერნეტში იძიებენ ინფორმაციას ახალი წლის დადგომასთნ დაკავშირებული ტრადიციების შესახებ; უფროსების დახმარებით ეცნობიან კუთხურ ადათ-წესებს; მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით ქმნიანსლაიდებს, ალბომს, სურათებს, საახალწლო ბარათებსა და სათამაშოებს;
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტში ჩართული ნეთბუქები, ენციკლოპედია, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდები, წებო, მაკრატელი, პროექტორი.
პროექტის ხელმძღვანელი: თეა კურდღელია

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kurdgeliatea@gmail.com

პროექტის ბლოგი: http://tradi-georgia.blogspot.com/

No comments:

Post a Comment